ქართველი დიზაინერები ტოკიოში გამოფენაზე ბრწყინავენ

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიტოკიო
ტოკიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენას, რომელზეც ქართველი დიზაინერები წარდგნენ, 23 ათასამდე ვიზიტორი ეწვია

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. თერთმეტი ქართველი დიზაინერის სამოსი წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენაზე Fashion World Tokyo 2019.

ქართველი დიზაინერები გამოფენაში მონაწილეობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით.

იმ თერთმეტ დიზაინერს შორის, რომელთა პროდუქციაც წარმოდგენილია საქართველოს სტენდზე, შემდეგი ბრენდებია: Elselema, Eurotex, Aka Nanita, Mamy Bag, Papanaki, Tatuna Nikolaishvili, Keti Chkhikvadze, Fashion House Tamuna Ingorokva, Avtandil, Lalo და Cecilie.

ლედი გაგა - Sputnik საქართველო
ოსკაროსანი ლედი გაგა ქართველი დიზაინერის თავბრუდამხვევი კაბით გამოჩნდა

„მნიშნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები“, - ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრესსამსახურის განცხადებაში.

Fashion World Tokyo – 1981 წლიდან დღემდე აქსესუარებისა და სამოსის დიზაინის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს აერთიანებს. გამოფენას სტუმრობს 25 ათასზე მეტი ვიზიტორი, ხოლო ღონისძიებაში 40 ქვეყნის 750-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.

საერთაშორისო გამოფენა 27 მარტს გაიხსნა და 29 მარტამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0