თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ავლაბრის რაიონში ერთ-ერთი ორსართულიანი სახლის სახურავზე ასული მამაკაცი ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მისვლას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გადმოხტომით იმუქრებოდა.

ავლაბარში მამაკაცი სახლის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრება
© photo : courtesy of Shalva Suramelashvili
მამაკაცის განცხადებით, იგი დაიღალა იმისგან, რომ ქალაქში გადაადგილებისას მას პოლიცია მუდმივად აჩერებს და აკავებს.
ორსართულიანი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.
ამ დროისთვის მამაკაცი სახლის სახურავიდან სამართალდამცველებმა ჩამოიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
