საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევრო–2020-ის შესარჩევ მატჩში ირლანდიასთან წააგო

© Sputnik / STRINGERსაქართველო-ირლანდიის მატჩი
საქართველო-ირლანდიის მატჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან მარცხის მიზეზები განმარტა.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა დუბლინში ირლანდიასთან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 0:1 წააგო.

ერთადერთი გოლი შეხვედრაში 36-ე წუთზე კონორ ჰურიჰეინმა გაიტანა.

© Sputnik / STRINGERსაქართველო-ირლანდიის მატჩი
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევრო–2020-ის შესარჩევ მატჩში ირლანდიასთან წააგო - Sputnik საქართველო
საქართველო-ირლანდიის მატჩი

ირლანდიელებმა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა თამაშის დაწყებისთანავე მოიპოვეს, თუმცა არც ქართველები აპირებდნენ დანებებას. როგორც ბოლოს გაირკვა, მატჩის კულმინაცია აღმოჩნდა 36-ე წუთი, როდესაც კონორ ჰურიჰეინმა საჯარიმო დარტყმით გოლი გაიტანა.

„თამაში წავაგეთ გოლის გამო, რომელიც სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გავუშვით. ბევრი ვილაპარაკეთ სტანდარტების საშიშროებაზე მატჩამდე, მაგრამ გოლი მაინც გავუშვით. ვფიქრობ, ცოცხალი კედელი არასწორად იქნა აღმართული", – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

© Sputnik / STRINGERსაქართველო-ირლანდიის მატჩი
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევრო–2020-ის შესარჩევ მატჩში ირლანდიასთან წააგო - Sputnik საქართველო
საქართველო-ირლანდიის მატჩი

გატანილი გოლის შემდეგ ირლანდიელებმა თავიანთი კარისკენ დაიხიეს და ინიციატივა სტუმრებს დაუთმეს. ქართველ ფეხბურთელებს ჰქონდათ კარგი შანსები ანგარიშის გათანაბრებისა, თუმცა ეს ვერ შეძლეს.

© Sputnik / STRINGERსაქართველო-ირლანდიის მატჩი
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევრო–2020-ის შესარჩევ მატჩში ირლანდიასთან წააგო - Sputnik საქართველო
საქართველო-ირლანდიის მატჩი

ირლანდიელების წინააღმდეგ მატჩი მეცხრე ოფიციალური შეხვედრა იყო. რვა შეხვედრაში ქართველები დამარცხდნენ და მხოლოდ ერთხელ დაამთავრეს თამაში ფრედ (1:1).

ევრო–2020-ის შესარჩევ D ჯგუფში ორი ტურის შემდეგ საქართველოს არც ერთი ქულა არა აქვს. ლოგიკურია, რომ ის ჯგუფის ბოლო ადგილზე მოხვდა. ჯგუფის ლიდერი გახდა ირლანდია, რომელმაც ორივე შეხვედრა მოიგო.

შემდეგ ორ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები ივნისში ჩაატარებს – 7 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ თბილისში და სამი დღის შემდეგ კოპენჰაგენში დანიის წინააღმდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0