ერთადერთი სამხედრო მფრინავი ქალი თავდაცვის სამინისტროს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკატერინე ქვლივიძე ამტკიცებს, რომ იგი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას განიცდის, თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მფრინავმა ქალმა კონტრაქტის პირობები მოტივების მითითების გარეშე დაარღვია

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საქართველოს ერთადერთმა სამხედრო მფრინავმა ქალმა ეკატერინე ქვლივიძემ 11-წლიანი სამსახურის შემდეგ თავდაცვის ძალებიდან წასვლა გადაწყვიტა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პირგასამტეხლოს ითხოვს, ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის ვებგვერდზე.

ქვლივიძე ქართულ ჯარში 2007 წლიდან მსახურობს. 2017 წლის მაისში მან გააფორმა ახალი რვაწლიანი კონტრაქტი, რომელიც მალევე, 2018 წლის ივნისში გაწყვიტა.

2017 წლის მაისიდან 2018 წლის თებერვლამდე ქვლივიძე ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსს აშშ-ში გადიოდა. საქართველოში დაბრუნებისას, როგორც ცენტრი იუწყება, ის წოდებრივად და თანამდებობრივად უფრო დაბალ შტატზე გადაიყვანეს. ქვლივიძე 2018 წლის ესკადრილიის საბრძოლო მომზადების გეგმაშიც ვერ მოხვდა.

 Airzena Georgian Airways-ის თვითმფრინავი  - Sputnik საქართველო
„მალენკი გრუზინი“ საყვარელ მოსკოვში: ხუმარა მფრინავის ამბები ორ ქვეყანაში

ეკატერინე ქვლივიძე აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიზეზად ხელმძღვანელმა მას უთხრა, რომ ქალ მფრინავზე რესურსის დახარჯვას აზრი არ ჰქონდა, რის გამოც ვერ მოხვდა საბრძოლო მომზადების გეგმაში და არც მომავალ წელს არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ გეგმაში გაითვალისწინებდნენ.

„გარდა ამისა, თებერვალში თავდაცვის სამინისტრომ მფრინავი ქალის ქვეით ჯარში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ქვლივიძემ გამოთქვა პროტესტი, თუმცა მას უარი არ უთქვამს, ჩაეტარებინა ტრენინგები კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე“, - აღნიშნულია ცენტრის ვებგვერდზე.

ამავდროულად, ცენტრის მონაცემებით, ქვლივიძემ ხელმძღვანელობას შესთავაზა, გაეგზავნათ ავღანეთის მისიაში, სადაც სრულად შეძლებდა აშშ-ში ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებზე მიღებული გამოცდილების გამოყენებას, მაგრამ ამ შეთავაზებაზე უარი მიიღო.

ეკატერინე ქვლივიძემ 2018  წლის მარტიდან რამდენჯერმე დაწერა პატაკი სასწავლო შვებულების აღების მიზნით, მაგრამ პატაკები არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა და ჯარიდან წავიდა.

„2019 წლის 23 თებერვალს ეკატერინე ქვლივიძისათვის ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისთვის 28 000 ლარის დაკისრება კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ასევე - 28 000 ლარის 0.2% საურავის დაკისრება 2018 წ. 2 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის სრულ გადახდამდე“, - ნათქვამია ცენტრის ვებგვერდზე.

ცენტრში ამტკიცებენ, რომ თავდაცვის სამინისტროდან არაერთი მოსამსახურე  გათავისუფლებულა პატაკის საფუძველზე კონტრაქტის შეწყვეტით, მაგრამ მათთვის პირგასამტეხლო არ მოუთხოვიათ.

თავდაცვის სამინისტროს მომხდარის თაობაზე სხვა ვერსია აქვს.

უწყების მონაცემებით, ქვლივიძეს გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი რვა წლით და ამ კონტრაქტის ფარგლებში იგი გაგზავნეს აშშ-ში გადამზადების კურსებზე, რაზეც 49 ათასი დოლარი დაიხარჯა.

თვითმფრინავი ეშვება ნისლში - Sputnik საქართველო
ნისლმა თბილისის აეროპორტის მუშაობა შეაფერხა

„ამის მიუხედავად, აშშ-იდან დაბრუნების შემდეგ ოთხ თვეში ქალბატონმა ეკატერინემ პატაკით მიმართა ხელმძღვანელს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა (მოტივის მითითების გარეშე)“, – მოჰყავს პირველ არხს თავდაცვის სამინისტროს განცხადება.

მათივე ცნობით, თავდაცვის სამინისტრომ ეკატერინე ქვლივიძეს წერილობით აცნობა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ჯარიმის ოდენობის შესახებ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მან დაადასტურა შესაბამის შეტყობინებაზე ხელმოწერით.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ეკატერინე ქვლივიძეს სამსახურის პერიოდში არავითარი წერილობითი პრეტენზიით ხელმძღვანელობისათვის არ მიუმართავს, არც გენდერული დისკრიმინაციის და არც სხვა რაიმე დარღვევის შესახებ.

„მან გარკვეული პრეტენზიები თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა, თუმცა არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი და მტკიცებულება“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, თავდაცვის სამინისტროს გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხდება გენდერული თანასწორობის განმტკიცება, დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა, რასაც არეგულირებს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია. ქვლივიძეს შეეძლო მიემართა მათთვის, თუნდაც ანონიმურად, რაც მას არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0