გრან-პრი თბილისში კვირის ბოლოს იწყება: რამდენს მიიღებენ გამარჯვებულები

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის გრან-პრი
თბილისის გრან-პრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
52 ქვეყნის ძიუდოისტები თბილისის ტრადიციულ ტურნირზე ჯილდოებზე იბრძოლებენ

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ძიუდოში ყოველწლიური ტურნირი - თბილისის გრან-პრი პარასკევს, 29 მარტს 10:00 საათზე დაიწყება.

ტურნირზე, რომელიც 31 მარტამდე გაგრძელდება, 52 ქვეყნის 407 ძიუდოისტი (225 მამაკაცი და 182 ქალი) მიიღებს მონაწილეობას. გასულ წელს თბილისში 38 ქვეყნის 303 სპორტსმენი ასპარეზობდა (184 მამაკაცი და 119 ქალი).

ქართველი ძიუდოისტის იპონი რუსეთის ტურნირზე საუკეთესო ხუთეულში მოხვდა >>

საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის ვაჟთა ნაკრები ძიუდოისტების მაქსიმალურად დაშვებული რაოდენობით - 28 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი (ოთხ-ოთხი თითოეულ წონით კატეგორიაში). საქართველოს ქალთა ნაკრებში ცხრა სპორტსმენია.

© courtesy of Georgian Judo Federationძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი
გრან-პრი თბილისში კვირის ბოლოს იწყება: რამდენს მიიღებენ გამარჯვებულები - Sputnik საქართველო
ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ვაჟთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით წარმოდგენილი არ იქნება. სხვადასხვა მიზეზების გამო ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებენ: ამირან პაპინაშვილი (-60 კგ, IJF-ს რეიტინგში მესამე ნომერი), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ, IJF-ის რეიტინგის ლიდერი), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ, IJF-ს რეიტინგში მესამე ნომერი) და გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ, IJF-ის რეიტინგის ლიდერი).

სამწუხაროდ, ვაჟთა ნაკრებს გამოეთიშა გურამ თუშიშვილი (+100 კგ, მსოფლიო რეიტინგის ლიდერი), რომელიც დისკვალიფიცირებულია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) რეგლამენტის დარღვევის გამო. თუშიშვილი ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული გახდა.

ქართველი ძიუდოისტი ორი თვით დისკვალიფიცირებულია >>

ასეთი საგრძნობი დანაკლისის მიუხედავად, საქართველოს ვაჟთა ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად რჩება. ამ ტიტულს ქართველები ზედიზედ მეორე წელი იგებენ. 2017 წლის გრან-პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა მოიგეს ექვსი მედალი (3-1-2), ხოლო 2018 წელს - 14 (5-3-6).

თბილისის გრან-პრის საერთო საპრიზო ფონდი 100 ათას დოლარს შეადგენს, საიდანაც თითოეულ წონით კატეგორიის გამარჯვებული მიიღებს 3 ათას, ფინალისტი 2 ათას, ბრინჯაოს პრიზიორი 1 ათას დოლარს. გარდა ამისა, თითოეული ჩემპიონი 700 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.

ყველა ახალი ამბავი
0