თბილისის მერი მზად არის ტაქსის მძღოლებს შეხვდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliტაქსის მძღოლების პროტესტი
ტაქსის მძღოლების პროტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ტაქსის რეფორმა ტარდება, რომელმაც ზოგიერთი მძღოლის უკმაყოფილება გამოიწვია

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მზად არის შეხვდეს ტაქსის მძღოლებს, რომლების რეფორმას აპროტესტებენ, და მათთვის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განიხილოს.

2018 წელს კალაძის ინიციატივით თბილისში ტაქსების რეფორმა დაიწყო, რომლის მთავარი მიზანია ტაქსით მგზავრობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდეს. ოთხშაბათს ტაქსის მძღოლებმა მეორე საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის რეფორმის დაწყების 2025 წლამდე გადადება მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა ხელისუფლება ტაქსის მონოპოლიის შექმნის სურვილში დაადანაშაულა.

„ტაქსის მძღოლებს ჩვენთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ და არც ახლა არ არსებობს. ჩვენ შევთავაზეთ, რომ შეეძლოთ მოსვლა და მათ მიერ ყველა დასმულ კითხვას შესაბამისი კომპეტენტური პასუხები გაეცემოდა“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ მძღოლებს რეფორმის ყველა უპირატესობას განუმარტავს.

მერიაში მზად არიან კეთილსინდისიერ მძღოლებთან ყველა პრობლემური საკითხი განიხილონ, აღნიშნა კალაძემ.

ტაქსების რეფორმა თბილისში: როგორ გავიგოთ ტაქსი თავისუფალია თუ არა >>

თბილისის მერის მიერ ინიცირებული ტაქსების რეფორმის თანახმად, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

ტაქსისტები - Sputnik საქართველო
თბილისში ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისში მძღოლებისთვის ავტომობილების თეთრად გადაღებვისა და სალონის ქიმიური წმენდისთვის ვაუჩერების დარიგება 1 მარტიდან დაიწყო. ვაუჩერებს ის მძღოლები იღებენ, რომელთა ავტომობილებმაც სავალდებულო ტექდათვალიერება წარმატებით გაიარეს და ვინც 2018 წლის 10 ოქტომბრამდე ლიცენზია მიიღო.

ავტომობილების გადაღებვასა და ქიმიურ წმენდას თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. კომპანიის ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ მას უფლება აქვს იმ ტაქსებზე, რომლებმაც მისი მომსახურებით ისარგებლეს, საკუთარი რეკლამა განათავსოს.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილებით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

1 წლის განმავლობაში მგზავრების გადაყვანის ნებართვის ღირებულება 100 ლარია, ჰიბრიდული ავტომანქანებისთვის – 50 ლარი, ელექტრომობილების შემთხვევაში კი ნებართვა უფასოდ გაიცემა.

ყველა ახალი ამბავი
0