თბილისი, 26 მარტი — Sputnik. თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელს სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქალი დაიღუპა, აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი.
შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.