მაშველებმა რიონიდან მოზარდი უვნებლად გამოიყვანეს

© Photo: courtesy of Miho Neimanმდინარე რიონი ქუთაისში
მდინარე რიონი ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდი წყალმოვარდნის გამო ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა

თბილისი, 26 მარტი - Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მოზარდი მდინარეში წყლის მოულოდნელი მოვარდნის გამო, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ქუთაისის ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ყველა ახალი ამბავი
0