თბილისში გასახდომი საშუალებების მაღაზია გაძარცვეს

გამოწერა
ამ წუთებში ადგილზე პოლიცია და ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

თბილისი, 26 მარტი - Sputnik. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე გასახდომი საშუალებების მაღაზია ჰერბალაიფი (Herbalife) გაძარცვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ წუთებში თამარაშვილის ქუჩაზე პოლიცია და ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიიდან გასახდომი საშუალებები არ მოუპარავთ.

Herbalife-ი ამერიკული ბრენდია და დაბალანსებული კვების და წონის კონტროლისთვის განკუთვნილი პროდუქციით ვაჭრობს. კომპანიას საქართველოს გარდა მსოფლიოს კიდევ 94 ქვეყანაში აქვს ფილიალები.

 

ყველა ახალი ამბავი
0