მამუკა ბახტაძე: ქართველი ერის არჩევანი ეს გახლავთ...
„ჩვენ ეფექტურად ვაგრძელებთ ინტეგრაციის გზაზე სიარულს. გვესმის, ბუნებრივია, ერთ დღეში ვერ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ძალიან ძლიერი გზავნილები, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ვერავინ მიიღებს მის ნაცვლად გადაწყვეტილებას.