ბულგარეთმა გაწყვიტა შეთანხმება საქართველოსთან და სომხეთთან ტვირთების გადაზიდვის შესახებ

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბულგარეთის მხარის განცხადებით, შეთანხმება რიგ საკითხებში ევროკავშირის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ბულგარეთის ხელისუფლებამ გაწყვიტა სამმხრივი შეთანხმება სომხეთთან და საქართველოსთან ტვირთების გადაზიდვის შესახებ, იუწყება „Sputnik-სომხეთი" ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მარტის დასაწყისში ბულგარულ მასმედიაში გაჩნდა განცხადება, რომ ბულგარეთის მთავრობამ სომხეთთან და საქართველოსთან მულტიმოდალური ტვირთების გადაზიდვის შესახებ შეთანხმების დენონსაცია მოახდინა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ცვეტა კარაიანჩევა - Sputnik საქართველო
საქართველოს და ბულგარეთის პარლამენტები თანამშრომლობას აღრმავებენ

სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროში განმარტეს, რომ საუბარია გრძელვადიან შეთანხმებაზე „ტვირთების მულტიმოდალური გადაზიდვის შესახებ" თბილისს, ერევანსა და სოფიას შორის, რომელსაც 2003 წლის 10 ოქტომბერს ერევანში მოეწერა ხელი.

„შეთანხმება დღემდე არ ამოქმედებულა. ბულგარული მხარის შეტყობინებით, ქართულმა მხარემ არ ამცნო მათ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ", – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება შეთანხმების გაწყვეტის მიზეზებს, როგორც უწყებაში განაცხადეს, ბულგარულმა მხარემ ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ შეთანხმება რიგ წინააღმდეგობებს შეიცავს, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

აზიას ევროპასთან საქართველოს გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფანი დააკავშირებს>>

ბულგარეთის ევროკავშირში შესვლის შემდეგ (2007 წელს) ეს შეთანხმება მიუღებელი გახდა ბულგარეთისთვის.

მუტიმოდალური გადაზიდვა – ესაა ტვირთის ტრანსპორტირება ერთი შეთანხმებით, რომელიც სრულდება, სულ მცირე, ორი სახეობის ტრანსპორტით.

ყველა ახალი ამბავი
0