თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის მკვიდრ გერმან ჩერნიავსკის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, იუწყება ტელეარხი Imedi.
დანაშაული 2018 წლის მაისში მოხდა. პროკურორმა დაამტკიცა სასამართლოზე, რომ ჩერნიავსკი აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი მრავალბინიანი კორპუსის ლიფტში ახალგაზრდა ქალს თავს დაესხა. მან 33 წლის ქალს ცივი იარაღით 55 ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.
ადგილზე მისულმა ექიმებმა ქალის გადარჩენა შეძლეს.
ბრალდებული 2018 წლის ივნისში დააკავეს. გასული წლის აგვისტოში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჩერნიავსკი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 19-109-ე მუხლით (ხულიგნური ქვენა გრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.