მრგვალი მაგიდა: საქართველოს საინფორმაციო სივრცე - როგორ დავიცვათ თავი ნეგატივისგან

© photo: Sputnikმიკროფონები ჟურნალისტები
მიკროფონები ჟურნალისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს საინფორმაციო სივრცე - როგორ დავიცვათ თავი ნეგატივისგან“ „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში 26 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

მედიაექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში იზრდება აგრესია, მედიაში სულ უფრო მეტი ნეგატიური ახალი ამბავია: სერიალებში, ფილმებში, ტოკ-შოუებში. როგორ მოქმედებს ეს ადამიანებზე, მათ მდგომარეობაზე? როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ინფორმაციის სფეროს კუთხით? ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები:

- პუბლიცისტი, სმირნოვების სახლ-მუზეუმის დირექტორი, საინფორმაციო პოლიტიკის თემაზე ნამუშევრების ავტორი ბაია ამაშუკელი;

- საინფორმაციო სააგენტო NewsDay-ს დირექტორი ავთანდილ ოთინაშვილი;

- საინფორმაციო სააგენტო NewsPress-ის დირექტორი ალეკო ჩუბინიძე;

- ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მრგვალ მაგიდაში მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0