კახეთის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია

© photo: Sputnik / Stringerთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავტომობილო მოძრაობას შსს-ს  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კახეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა, აღნიშნულია საქართველოს საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ,  ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 1-ლი კილომეტრიდან კახეთის მიმართულებით. დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილების მოძრაობა.

საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0