თბილისი, 24 მარტი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა თბილისში კვირას გაიმართა. ყრილობის მონაწილეებს ვიდეოკავშირის დახმარებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პარტიის დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ახალი მეთოდით, ელექტრონული კენჭისყრით აირჩიეს. დელეგატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა ტელეფონებისა და სპეციალური აპლიკაციის გამოყენებით მიიღეს. როგორც პარტიაში აღნიშნეს, ეს ინოვაციური მიდგომაა.
ვაშაძეს მხარი დაუჭირა 364-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო ერთი და ერთმა თავი შეიკავა.
რამდენიმე დღის წინ გაიმართა „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გრიგოლ ვაშაძის წამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს.