ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტული დაკარგა

© photo: Ministry of Culture and Sport / FBლევან გორგაძე - ტოჩინოშინი
ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტოჩინოშინი ოსაკაში ბარძაყის მოუშუშებელი ტრავმით ასპარეზობდა

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) ოძეკის ტიტულის დაცვა ვერ შეძლო და ოსაკაში გაზაფხულის ბაშო უარყოფითი ბალანსით 7-8 დაასრულა.

ტურნირის დასკვნით დღეს ტოჩინოშინი სეკივაკე ტაკაკეიშოს ხვდებოდა და ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მას მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. თავის მხრივ, დასკვნითი შერკინების წინ ტაკაკეიშოს ბალანსი იყო 9-5 და წარმატების შემთხვევაში ის ოძეკი ხდებოდა. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში უფრო ძლიერი ტოჩინოშინის მეტოქე აღმოჩნდა.

A post shared by Sportmiambe (@sportmiambe1) on

აღსანიშნავია, რომ გორგაძე ოსაკაში საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ ასპარეზობდა. იანვრის დასაწყისში ქართველმა სუმოისტმა მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და დაზიანება ბოლომდე ვერ მოირჩინა.

ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე წარმატებით უნდა იასპარეზოს და 15 ბრძოლაში 10 გამარჯვება მოიპოვოს.

ქართველი სუმოისტი ტრავმის გამო იანვრის ბაშოს გამოეთიშა >>

რაც შეეხება ჰარუ ბაშოს გამარჯვებულს ოსაკაში, ეს არის დიდი ჩემპიონი ჰაკუხო, რომელმაც ტურნირის 15-ვე ბრძოლა მოიგო.

ყველა ახალი ამბავი
0