თბილისში ფესტივალი „აზერბაიჯანული შემოდგომა“ გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისის ისტორიულ უბანში
ტურისტები თბილისის ისტორიულ უბანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში გაიმართება ფესტივალი, რომელიც აზერბაიჯანის კულტურას, ტრადიციებს და ეროვნულ სამზარეულოს მიეძღვნება

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. ფესტივალი „აზერბაიჯანული შემოდგომა“ საქართველოს დედაქალაქში ამ შემოდგომაზე გაიმართება, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ სააგენტო Report-ზე დაყრდნობით.

ღონისძიება ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქუჩაზე გაიმართება, განუცხადა სააგენტოს თბილისის საკრებულოს დეპუტატმა რიმა ბერაძემ.

„ფესტივალი „აზერბაიჯანული შემოდგომა“ თბილისში პირველად გაიმართება. მის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ აზერბაიჯანის კულტურას, წეს-ჩვეულებებს, ეროვნულ სამზარეულოს“, - განაცხადა ბერაძემ.

მეგობარი სახელმწიფოების კულტურისა და ცხოვრებისადმი მიძღვნილი ფესტივალების თბილისში გამართვის ტრადიციას საფუძველი 2016 წლის აპრილში ჩაეყარა, როდესაც საქართველოს დედაქალაქში გაიმართა ფესტივალი „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“.

ყველა ახალი ამბავი
0