თბილისი, 24 მარტი - Sputnik. შავი ზღვის სანაპიროზე ნაბადას უბანში ფოთის მკვიდრმა გიგანტური ზომის უნიკალური კუ იპოვა, ფოტო Facebook-ზე ქალაქის ჯგუფში გაჩნდა.
კუ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცეს.
როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, კუ მართლაც უნიკალური აღმოჩნდა. ეს არის ლოგერჰედი (Caretta caretta), რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ბინადრობს.
© photo: National Environmental Agency / FBფოთში უნიკალური კუ იპოვეს
ფოთში უნიკალური კუ იპოვეს
მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების განცხადებით, კუ დაუყოვნებლივ საჭიროებდა რეაბილიტაციას, თუმცა მისი შესაბამისი პირობები არ არსებობს არც „ბათუმის დელფინარიუმში“ და არც „აკვარიუმში“.
სპეციალისტების თხოვნით, კუ რეაბილიტაციის კურსს შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფის“ საკარანტინო აუზში გადის, შედეგ კი მას გარემოში დააბრუნებენ.