თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ორშაბათს, 25 მარტს უპირატესად ღრუბლიან ამინდსა და ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ.
ჰაერის ტემპერატურა ღამით +2 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით მაქსიმუმ 8 გრადუსამდე დათბება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, თუმცა, შესაძლოა, დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.
მზე 06:56 საათზე ამოვა და 19:17 საათზე ჩავა.