ვითარება გზებზე: უამინდობის გამო ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

© photo: Sputnikუამინდობა საქართველოში
უამინდობა საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. თოვის გამო ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ნაქერალას უღელტეხილზე (35-60 კმ მონაკვეთი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. სხვა ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0