ქართველი მეღვინეები ჩინეთში პრესტიჟულ გამოფენაში მონაწილეობენ

© photo: Wines of Georgia / FBქართული ღვინო ჩინეთის გამოფენაზე
ქართული ღვინო ჩინეთის გამოფენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები უკვე მეხუთე წელია მონაწილეობენ გამოფენაში, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით მწარმოებელი და  მილიონამდე ვიზიტორი ესწრება. 

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა The 100th China Food & Drinks Fair-ში მონაწილეობს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ტოკიოში - Sputnik საქართველო
„საქართველო - ღვინის სამშობლო“ - ტოკიოში მასშტაბური გამოფენა გაიმართება

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები უკვე მეხუთე წელია მონაწილეობენ გამოფენაში, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით მწარმოებელი და  მილიონამდე ვიზიტორი ესწრება. 

აღსანიშნავია, რომ  The China Food & Drinks Fair-ი 23 წელია იმართება და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენად მიჩნევა ჩინეთში.

„გასული წლების მსგავსად, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის გამოფენა წელსაც კონკრეტული შედეგების მომტანი აღმოჩნდა: გაფორმდა ახალი საექსპორტო ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები დაიწყო პოტენციურ იმპორტიორებთან“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტირებულია 600 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0