ქართულ ეროვნულ კოსტიუმებს ათობით მილიონი ევროპელი იხილავს

© photo: courtesy of W-Artნეფე-პატარძალი ეროვნულ სამოსში
ნეფე-პატარძალი ეროვნულ სამოსში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ისტორიული კოსტიუმები პირველად არის წარმოდგენილი Europeana-ზე

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ქართული ისტორიული კოსტიუმების კოლექცია პირველად არის წარდგენილი ევროპის კავშირის ციფრული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე Europeana, ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

პორტალზე განთავსებულია ქართული ექსპონატების გამოსახულება თბილისის ხელოვნების სასახლის ფონდიდან. მათ შორისაა მხატვრების - სოლიკო ვირსალაძის, ფარნა ლაპიაშვილის, გრიგორი გაგარინისა და სხვა მოღვაწეების მიერ შექმნილი ხალხური სამოსის ნიმუშები.

ეროვნული სამოსის დღე - Sputnik საქართველო
საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

„კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უმსხვილეს ციფრულ პლატფორმას, რომელზეც ევროპის მასშტაბით 3 ათასი ინსტიტუცია და 58 მილიონზე მეტი არტეფაქტია წარმოდგენილი, საათში 10 მილიონი მნახველი ჰყავს. Europeana-თან მოლაპარაკება 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში დაიწყო. ინსტიტუცია მზადაა, მომავალშიც გააგრძელოს თანამშრომლობა სამინისტროსთან და ევროპის ციფრულ პლატფორმაზე მეტი ქართული სამუზეუმო კოლექცია განათავსოს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

Europeana-ს მიზანია, უზრუნველყოს ევროპის კულტურის სხვადასხვა ასპექტის ამსახველი საინფორმაციო და ლიტერატურის მაღალი ხარისხის დასკანირებულ მასალებზე ხელმისაწვდომობა. პროექტი ოფიციალურად 2008 წელს დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0