საქართველოში დღეისთვის 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 2,3 ათასზე მეტი სკოლა ფუნქციონირებს. მათი უმეტესობა სახელმწიფო დაწესებულებაა.
ამ დროისთვის საქართველოს განათლების სისტემაში მასშტაბური რეფორმა ხორციელდება. 2019 წელს უწყებამ უკვე გააუქმა გამოსაშვები გამოცდები სკოლებში, რომლებიც ორ ეტაპად მე-11 და მე-12 კლასებში ტარდებოდა. ამიერიდან მოსწავლეების ცოდნას მეექვსე და მეათე კლასებში შეამოწმებენ.
რეფორმას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ ხელისუფლება პირობას დებს, რომ ამ მიმართულებით მიღწეული დადებითი შედეგები ყველა ოპონენტისთვის პასუხი იქნება.