მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა იპოვეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliმთაწმინდის პანთეონი
მთაწმინდის პანთეონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთაწმინდის პანთეონში სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები ივლისში დასრულდება

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს, აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

მერიის ცნობით, აღმოჩენას არქეოლოგები შეისწავლიან. ამ ეტაპზე, კი აღნიშნულ ადგილას სამუშაოები შეჩერებულია.

მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები თვენახევრის წინ დაიწყო.  

„სამუშაოების აუცილებლობა განაპირობა დატბორვის რისკებმა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე სადრენაჟე ინფრასტრუქტურა არ არსებობდა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

სადრენაჟე სისტემის მოწყობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0