„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 მარტს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მარატ ნოზაძის, დუმბაძის და გამარჯვების ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, სამგორის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 III კვარტლის, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, გუგუშვილის, სანაძის, დობორჯგინიძის, მებაღეობის, ჭიჭინაძის, ეკატერინე ბაღდავაძის, რევაზ მამისაშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქიზიყის, თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის, ბერიაშვილის, კაკლიანის, დამპალოს და აბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, საბატონოს, გულუას, გორგასალის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV, Xა კვარტლების, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), რჩეულიშვილის, ხევძმარის, ფეიქართა, თემქის, ზღვისუბნის, შეშელიძის, გაგილაძის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის და ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-III მასივის - IV კვარტლის, ვაზისუბნის I, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის, შანდორ პეტეფის, შალვა მშველიძის, დავით კვაჭანტირაძის და ქეთევან წამებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0