თბილისი, 21 მარტი – Sputnik. იტალიელმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე, 19 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ერთი და იმავე სავაჭრო ქსელის მაღაზია ლომბარდიაში სამჯერ გაქურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტალიურ მასმედიაზე დაყრდნობით.
დაკავებული ქალაქ მანტუაში ტექნიკის სავაჭრო ცენტრიდან რამდენიმე ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა.
როგორც გამომძიებლები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან მიმალვა შეძლო.
იტალიელმა პოლიციელებმა გამოარკვიეს, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევია. კერძოდ, მან მან ორჯერ გაქურდა ერთი და იმავე სავაჭრო ქსელის მაღაზიები ჯერ ფიუმიჩინოში, შემდგე კი, ფლორენციაში.