ქართველმა სუმოისტმა შესაძლოა ოძეკის ტიტული დაკარგოს

© Facebook / Ministry of culture and sport of Georgiaლევან გორგოძე
ლევან გორგოძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე დარჩენილ სამ ბრძოლაში ორი გამარჯვება უნდა მოიპოვოს

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საგაზაფხულო ბაშოზე ოსაკაში კვლავ დამარცხდა და ოძეკის ტიტულის დაკარგვასთან ახლოს არის.

ტურნირის მე-12 დღეს ტოჩინოშინი დაუპირისპირდა ტურნირის ლიდერს - იოკოძუნა ჰაკუჰოს და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მონღოლ სუმოისტთან კვლავ დამარცხდა. მათი პირადი ანგარიში ჰაკუჰოს სასარგებლოდ 27:1 გახდა.

A post shared by Sportmiambe (@sportmiambe1) on

ამგვარად, ამ სეზონზე გორგაძის ბალანსი გახდა 6-6 (ექვსი გამარჯვება და ექვსი მარცხი). ტურნირზე დარჩენილ სამ ბრძოლაში ტოჩინოშინმა ორი გამარჯვება უნდა მოიპოვოს და დააფიქსიროს კატიკოსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ოძეკის ტიტულს დაკარგავს და გახდება „სეკივაკე“.

პრემიერ-მინისტრი: სუმოისტმა გორგაძემ საქართველოსა და იაპონიის ხალხები დააახლოვა >>

მომდევნო ბრძოლაში ტოჩინოშინი შეხვდება კიდევ ერთ იოკოძუნას - დიდ ჩემპიონ კაკურუს. პირადი შეხვედრების ანგარიში არის 22:3 მონღოლი სპორტსმენის სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ გორგაძეს ჯერ კიდევ აწუხებს მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა, რომელიც მან ვარჯიშის დროს წლის დასაწყისში მიიღო. მიღებული დაზიანების გამო ტოჩინოშინი იანვრის ბაშოდან ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ მოიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0