ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული ნიკა გუჯეჯიანი ისტორიაში შევიდა

© photo: Nika Gujejiani / FBნიკა გუჯეჯიანი
ნიკა გუჯეჯიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლებული და ნიჭიერი მარკეტოლოგის ავტოავარიაში დაღუპვამ გულგრილი არავინ დატოვა

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. კანის საერთაშორისო კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალის Cannes Lions ქართულმა წარმომადგენლობამ დაღუპული მარკეტოლოგის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ყოველწლიური ჯილდოს დაწესება გადაწყვიტა.

ნიჭიერი 26 წლის მარკეტოლოგი ნიკა გუჯეჯიანი თბილისი-თელავის გზაზე 15 მარტს საშინელ ავტოავარიაში მოყვა - ჯიპი, რომელსაც გუჯეჯიანი მართავდა, შემხვედრ გზაზე გადავიდა და სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ტრავმების შედეგად ის ადგილზე დაიღუპა.

ავტოავარია ქედაში - Sputnik საქართველო
საქართველოში ავტოავარიების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა

„შემოქმედებითმა ინდუსტრიამ დაკარგა ნიკა გუჯეჯიანი - ძალიან ძვირფასი მეგობარი და თავისი საქმის დიდი პროფესიონალი... ნიკა ყოველთვის მთელი ძალისხმევით ცდილობდა ჩვენი ინდუსტრიისა და მასში დასაქმებული ახალგაზრდების ინსპირაციასა და მხარდაჭერას. კანის საქართველოს წარმომადგენლობამ გადავწყვიტეთ, დავაწესოთ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო", - აღნიშნულია წარმომადგენლობის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯილდოს ყოველწლიურად მიიღებს ის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ინდუსტრიის განვითარებაში.

ნიკა გუჯეჯიანი ჰამბურგის Miami Ad School-ის კურსდამთავრებულია. ეს სკოლა რეკლამის სპეციალისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებად არის მიჩნეული. სხვადასხვა დროს გუჯეჯიანი იყო „საქართველოს ბანკის" კრეატიული დირექტორი, მუშაობდა გრაფიკულ დიზაინერად ცნობილ ევროპულ და ქართულ სარეკლამო კომპანიებში BBDO Berlin, Y&R Prague და JWT Metro.

საქართველოს წარმატება კანში: რეკლამა ჯესპერზე ორი „ლომით“ დაჯილდოვდა>>

ნიკამ მეგობრებთან ერთად 2018 წლის ზაფხულში შექმნა ჯგუფი QVEVRI.XYZ. მაღალკვალიფიციურ ჰოლანდიელ დიზაინერთან თანამშრომლობით მათ 3D-პრინტერზე ქვევრის პირველი პროტოტიპი დაბეჭდეს. ქართული ღვინის მსოფლიოში მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით, სტარტაპერები 3D-ტექნოლოგიებით და თან თიხასთან მუშაობის უძველესი ტექნოლოგიების საფუძვლების დაცვით, მაღალი ხარისხის ქვევრების მასობრივი დამზადების დაწყებას აპირებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0