„უზარმაზარი ინვესტიციები“ - როგორ მოიზიდა ნაზარბაევმა საქართველოში ასობით მილიონი დოლარი

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშინურსულთან ნაზარბაევი
ნურსულთან ნაზარბაევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი დეპუტატი ნაზარბაევს დიდ მოთამაშედ და დიდ პოლიტიკოსად მიიჩნევს

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. ნურსულთან ნაზარბაევის გადაწყვეტილება, ვადაზე ადრე დაეტოვებინა ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტი, მოულოდნელი აღმოჩნდა ქართველი დეპუტატისთვის, დავით ჭიჭინაძისთვის, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრია.

როგორ აისახება ნაზარბაევის გადადგომა საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებზე >>

დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი 30-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ პოლიტიკიდან არ წასულა. ნაზარბაევი საქმიანობას პარტია „ნურ ოთანის“ თავმჯდომარის პოსტზე გააგრძელებს და უშიშროების საბჭოსაც უხელმძღვანელებს.

„ეს მოულოდნელი იყო... მაგრამ, როგორც ვხვდები, იგი პარტიის თავმჯდომარედ და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად რჩება, ასე რომ, გარკვეულ თანამდებობებს ინარჩუნებს. ვფიქრობ, მთავარი გადასვლისთვის ეს აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია, მართებული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ნაზარბაევის პოლიტიკური გზა - ეს არის თვალნათელი მაგალითი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის, დარწმუნებულია ჭიჭინაძე. მისი სიტყვებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ნაზარბაევმა შეძლო ქვეყანაში ეთნოკონფლიქტების თავიდან აცილება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

„ამ ადამიანმა მოახერხა სტაბილურობის შენარჩუნება, მეტიც - ეთნიკური მრავალფეროვნების გარდაქმნა სახელმწიფოს წარმატებად“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

„უზარმაზარი ინვესტიციები“

ყაზახი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციების დაბანდებით 2005 წელს, საქართველოში ნაზარბაევის ვიზიტის შემდეგ, დაინტერესდნენ.

ნურსულთან ნაზარბაევი - Sputnik საქართველო
ნურსულთან ნაზარბაევმა ყახაზეთის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

„ვარდების რევოლუციის შემდეგ ნაზარბაევი ამ მასშტაბის პირველი ლიდერი იყო, რომელიც ჩამოვიდა და საქართველომ იმ დროისთვის უმაგალითო ინვესტიციები მიიღო... ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ ყაზახური ბიზნესი საქართველოში 500 მლნ დოლარს დააბანდებდა... ყაზახურ ინვესტიციებს შორისაა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზი“, ბათუმის პორტი, „ჰალიკ ბანკი“, სასტუმრო „რედისონი“, ნავთობკომპანია „რომპეტროლი“. შემდეგ ინვესტიციებმა 800 მილიონს და მილიარდსაც კი მიაღწია“, - განაცხადა დეპუტატმა.

ჭიჭინაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება. მან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური განვითარების უფრო დინამიკურად განვითარების სურვილიც გამოთქვა.

„საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს ყაზახეთთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 149,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა: 80 მლნ დოლარზე მეტი - ექსპორტმა და დაახლოებით 58 მლნ აშშ დოლარი - იმპორტმა.

ყველა ახალი ამბავი
0