ვაკეში უმსხვილესი ღვინის მაღაზიის გაქურდვის მცდელობა მოხდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღაზიის წარმომადგენლებს მომხდარში არასრულწლოვნებზე ეჭვი აქვთ

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. უცნობი პირები შეეცადნენ გაექურდათ უმსხვილესი ღვინის ბუტიკი „8000 მოსავალი“, რომელიც თბილისის ცენტრში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს, იუწყება ტელეარხი Imedi.

თბილისში მამა-შვილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს >>

უცხო პირებმა ბუტიკში მინა ჩაამსხვრიეს, თუმცა არაფერი წაუღიათ. როგორც მაღაზიის წარმომადგენელმა განაცხადა, მათ ეჭვი არასრულწლოვნებზე აქვთ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 19-177-ე „ქურდობის მცდელობის“ მუხლით აღიძრა.

ყველა ახალი ამბავი
0