ფარულავა: სიყვარული არის ერთგვარი ფსიქიკური აშლილობა
„უკვე საპიოსექსუალების დრო დადგა, მამაკაცები, რომლებსაც უყვარდებათ ქალები ინტელექტის გამო და მათ გონებაში არიან შეყვარებულები. დღეს ვეღარავის გააკვირვებ სილამაზით, იმიტომ რომ შესაძლებელია იყო ლამაზი ძალიან ადვილად, მართლა სასწაულები ხდება, რასაც ვუყურებ. ამიტომ შინაგანი სილამაზე, შინაგანი კულტურა, შინაგანი ცეცხლი და სხივი – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. სიყვარული არის ერთგვარი ფსიქიკური აშლილობა, თუ მიჯაჭვულობა“, – ამბობს ია ფარულავა.
მსახიობის თქმით, რაღაც სიგიჟეებს რომ გაივლი და დაბრძენდები, მერე უკვე მოდის საკუთარი თავის სიყვარული უფრო მეტად, ვიდრე ვიღაცის სიყვარული.