თბილისი, 19 მარტი — Sputnik. რუსი კინორეჟისორი მარლენ ხუციევი საავადმყოფოში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„მარლენ მარტინის ძე დილის შვიდ საათზე ბოტკინის საავადმყოფოში გარდაიცვალა", – განაცხადა რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წარმომადგენელმა.
„ქართული მოსკოვი" თბილისში – გამოფენა გრიბოედოვის თეატრში>>>
მარლენ ხუციევი 1925 წლის 4 ოქტომბერს თბილისში დაიბადა.
იგი, როგორც ბულატ ოკუჯავა, მიქაელ ტარივერდიევი და ალექსანდრე ებანოიძე, თბილისის №43 სკოლაში სწავლობდა.
1952 წელს ხუციევმა დაამთავრა გერასიმოვის სახელობის რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (იგორ სავჩენკოს სახელოსნო).
ხუციევი რეჟისორად მუშაობდა ოდესის კინოსტუდიაში, ასევე მაქსიმ გორკისა და „მოსფილმის" კინოსტუდიებში. მის ნამუშევრებს შორისაა „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე", „ივლისის წვიმა", „ორი თედორე" და ა.შ.