თბილისი, 19 მარტი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
რაც შეეხება გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
დეპარტამენტის ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85-ე კმ. მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ აიკრძალა.