რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიხალხი ჟენევის ქუჩაში
ხალხი ჟენევის ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციას ვაგრძელებთ და მორიგ საინტერესო ფრაზებსა და მოსაზრებებს გაგაცნობთ, რომლებიც ჩვენს რესპონდენტებს ეკუთვნის. მათ ისევ ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ.

ნუგო მეკოკიშვილი - მხატვარი, რესტავრატორი.
„ყოველი ადამიანი მის თავში სამყაროს მატარებელია. თუ იგი განსხვავებული არ არის, მას ვერ ამოწურავ და ვერც კონკრეტულ ფორმულირებას მოუძებნი. ზოგადად მშვენიერება მიზიდავს. ადამიანი შეიძლება გარეგნულად ლამაზი იყოს, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო იყოს მახინჯი. კაცობრიობას ბევრი ახსოვს ასეთი, მაგალითად, კალიგულა, რომელიც გარეგნულად მახინჯი არ იყო, მაგრამ როგორც პიროვნება, ეგზალტირებული იყო”.

© photo: courtesy of Nugo Mekokishviliნუგო მეკოკიშვილი
რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი - Sputnik საქართველო
ნუგო მეკოკიშვილი

ქეთი ობოლაშვილი - მეფუტკრე
„სიყვარული – ესაა ერთი სული ორ სხეულში... სულ რომ გედარდება და ადგილს ვერ პოულობ მის გარეშე, ესაა სიყვარული. კიდევ მონატრებაა უდიდესი“.

© photo: courtesy of Qeti Obolashviliქეთი ობოლაშვილი
რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი - Sputnik საქართველო
ქეთი ობოლაშვილი

დათო გაბისკირია - პოეტი და მწერალი.

„თუ ადამიანი რასაც და რაზეც წერს, ისე არ ცხოვრობს, მაშინ მისი ნაწერი გულწრფელი ვერ იქნება. მე ქალი პოეტების ჭკუის დამრიგებლად ვერ გამოვდგები, მაგრამ მამაკაცებზე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მარტო ქაღალდზე კი არა, ცხოვრებაშიც უნდა იყვნენ რაინდები. პოეტის მერკანტილური დამოკიდებულებები ვერაფრით წარმომიდგენია. მთავარი ღირსების შეგრძნებაა, ეს არის პიროვნების განმსაზღვრელი, ამოსავალი წერტილი, საიდანაც ადამიანმა უნდა განავითაროს ყველაფერი, რის გაკეთების სურვილიც აქვს”.

© Photo: Courtesy of Dato Gabiskiriaდავით გაბისკირია და ირაკლი ჯაფარიძე
რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი - Sputnik საქართველო
დავით გაბისკირია და ირაკლი ჯაფარიძე

ზაზა ფუტკარაძე - ჯანდაცვის სპეციალისტი

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ძალიან კარგი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან დიდი სიყვარული და მეგობრობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სიკეთეებთან ერთად ხშირად გვაქვს უსამართლო და არასწორი სისტემა, რომელიც საჭიროებს დახვეწას და განვითარებას, იმისთვის, რომ თითოეულმა ქართველმა იპოვოს საკუთარი თავი და მისი შესაძლებლობების ფარგლებში ღირსეული ცხოვრება შეიქმნას”.

© photo: courtesy of Zaza Putkaradzeზაზა ფუტკარაძე გრენობლის მერიაში
რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი - Sputnik საქართველო
ზაზა ფუტკარაძე გრენობლის მერიაში

ზაზა ბახუაშვილი - მხატვარი

„დაუფასებელი ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა ჩემი სამშობლო და ამიტომ ტოვებენ მას ქართველები. რაც უნდა მოხდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც ქართველი ვიქნები. ხელოვნება სულის მდგომარეობაა და, ჩემი აზრით, ეს სევდა ყველაფერშია, სიყვარულიც სევდიანია და ყველაფერი საუკეთესო, რაც კი არსებობს“...

© photo: courtesy of Zaza Bakhuashviliზაზა ბახუაშვილი
რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი - Sputnik საქართველო
ზაზა ბახუაშვილი

ნია კანდელაკი-მაჭავარიანი - მედიცინის სპეციალისტი, მომღერალი.

„ცხოვრებას კი არ უნდა ებრძოლო, უნდა შეძლო მისგან საუკეთესო მიიღო. ბედნიერი ვარ, ქართველად რომ დავიბადე, ამაყი ვარ, როდესაც ჩემი ქვეყნის შესახებ ვყვები. მარსზეც რომ ვიცხოვრო, მაინც ქართველად დავრჩები. ჩემი შვილები ქართულად ილაპარაკებენ, დაწერენ და წაიკითხავენ. მათაც ისევე ეყვარებათ საქართველო, როგორც მე და ჩემ მეუღლეს გვიყვარს. საქართველოში ცხოვრება არ ნიშნავს ქართველობას. ქართველობა სულია და ქართველი მაშინ ხარ, როცა საქართველოს შენში აცოცხლებ“.

© photo: courtesy of Nia Kandelakiნია კანდელაკი
რესპონდენტების საინტერესო ფრაზები, ანუ ჩვეულებრივი სიბრძნის ხიბლი - Sputnik საქართველო
ნია კანდელაკი

 

ყველა ახალი ამბავი
0