ნატო–საქართველოს წვრთნები 2019 თბილისში ოფიციალურად დაიწყო

© Sputnik / Alex Shlamovნატოს წვრთნების გახსნის ცერემონია
ნატოს წვრთნების გახსნის ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სწავლებაში, რომელიც 29 მარტამდე გაგრძელდება, 24 ქვეყნის 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ნატო–საქართველოს სამეთაურო-საშტაბო წვრთნები თბილისში ოფიციალურად გაიხსნა.

სწავლება, რომელშიც 24 ქვეყნის 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, ნატო–საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრში გაიმართება და 29 მარტამდე გაგრძელდება.

„სწავლება არის კონცენტრირებული და ფოკუსირებული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებაზე, არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ", – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა.

მან აღნიშნა, რომ წელს წვრთნებს საქართველო პირველად ხელმძღვანელობს დაგეგმვის ფაზიდან აღსრულების ფაზამდე.

© Sputnik / Alex Shlamovნატოს წვრთნების გახსნის ცერემონია
ნატო–საქართველოს წვრთნები 2019 თბილისში ოფიციალურად დაიწყო - Sputnik საქართველო
ნატოს წვრთნების გახსნის ცერემონია

წვრთნების მიზანია ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შეთავსებადობის ამაღლება, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება. თბილისში ამ დღეებში ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ჩამოსვლას ელოდებიან.

თბილისში ნატო-საქართველოს წვრთნები იწყება>>

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს პოლიტიკურ ატმოსფეროს

საქართველოს ნატოსთან დაახლოება ძალიან აშფოთებს რუსეთის ხელისუფლებას.

თებერვლის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააფრთხილა საქართველო გარკვეული „უსიამოვნო მოულოდნელობების“ შესახებ, რომელსაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის ნატოში შესვლის შემთხვევაში.

„უკრაინისა და საქართველოს ნატოს სამხედრო ორბიტაზე ჩართვის მისწრაფებების“ მოსალოდნელ შედეგებზე არაერთხელ გააფრთხილა თავისი კოლეგები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მისი თქმით, მსგავსი „უპასუხისმგებლო პოლიტიკა“ რუსეთს საფრთხეს უქმნის.

რუსეთის პრეზიდენტის თვალსაზრისით, ევროპაში გაფართოებაზე ორიენტირებული ნატოს კურსი „ცივი ომის“ გადმონაშთს წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყნის მისწრაფება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მიზანს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: რუსეთთან მეგობრობა საქართველოს სტაბილურობას მოუტანს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დაასახელეს, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ საქართველო უნდა შეეგუოს ახალ რეალობებს და მან რუსულ მხარესთან ურთიერთობების მოგვარება ამ რეალობების გათვალისწინებით უნდა გააგრძელოს.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში კონტაქტები ქვეყნებს შორის ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ამასთან, საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0