სროლა ნიდერლანდებში: დაღუპულია სამი და დაჭრილია ცხრა ადამიანი

© photo: AFP 2020 / ROBIN VAN LONKHUIJSENსასწრაფო დახმარების მანქანები ტერაქტის ადგილზე ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში
სასწრაფო დახმარების მანქანები ტერაქტის ადგილზე ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიდერლანდების პოლიცია ეძებს წარმოშობით თურქ პიროვნებას, რომელიც უტრეხტში მომხდარ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში სროლის შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა ცხრა ადამიანი, იუწყება РИА Новости.

ადამიანები ტრამვაიში მომხდარი სროლის შედეგად დაშავდნენ. ნიდერლანდების ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხის ხარისხი უტრეხტის პროვინციაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე აიყვანა.

LIVE: უტრეხტი - Sputnik საქართველო
პირდაპირი ტრანსლაცია სროლის ადგილიდან ნიდერლანდებში

სამართალდამცველები ტერორისტული თავდასხმის ვერსიაზე საუბრობენ. როგორც ჩანს, დამნაშავე ერთია, თუმცა არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ თავდასხმაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, აღნიშნავენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები სამართალდამცველებზე დაყრდნობით.

ინციდენტთან დაკავშირებით პოლიცია ეძებს წარმოშობით თურქ პიროვნებას, 37 წლის გოკმენ ტანისს, რომელსაც ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში მომხდარ თავდასხმაში ედებოდა ბრალი. მაშინ თავდასხმა მოხდა იმ რაიონის ერთ-ერთ ბინაში, რომელიც დღევანდელი ინციდენტის ადგილის მახლობლად მდებარეობს. მაშინ მას ბრალად ედებოდა არაგანზრახ მკვლელობის მცდელობა და თავდასხმა.

თვითმხილველების თქმით, ტანისის თავდასხმის მიზანი შესაძლოა ყოფილიყო კონკრეტული ქალბატონი.

 

ყველა ახალი ამბავი
0