თბილისი, 18 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 44 წლის მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 61 წლის მამაკაცს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.