რა ესროლა ოთარ კახიძემ ირაკლი ბერაიას იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

© Sputnik / Olga Kiknavelidzeპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიის დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატ ირაკლი ბერაიასა და ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს" დეპუტატ ოთარ კახიძეს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დეპუტატებმა კამათი ისე დაიწყეს, რომ ყურადღება არ მიაქციეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს.

კამათის დროს ბერაიას სიტყვების პასუხად კახიძე წამოვარდა და მას ფურცლები ესროლა, შემდეგ კი მათ შორის ჩხუბი დაიწყო. დეპუტატებმა ჩხუბი მანდატურებისა და კომიტეტის სხვა წევრი დეპუტატების ჩარევის შედეგად შეწყვიტეს. კონკრეტულად რა უთხრა ბერაიამ კახიძეს, ჯერჯერობით უცნობია.

„საერთო სასამართლოების შესახებ" კანონი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას ეხება. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. კომიტეტში განსახილველად შესულია კანონპროექტის სამი სხვადასხვა ვარიანტი – „ევროპული საქართველოს“, ეკა ბესელიას ჯგუფის და მმართველი პარტიისა, კომიტეტმა კი სამი წარმოდგენილი ვარიანტიდან მხარი ერთს უნდა დაუჭიროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0