ძარცვა ზესტაფონში - ცხელ კვალზე დაკავებულია 1 პირი

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ზესტაფონის ბაზარში ქალს ჩანთა გასტაცა და მიმალვა სცადა

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის სამმართველოს თანამშრომლებმა 41 წლის მ. კ. ცხელ კვალზე ძარცვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიციამ თბილისში ბინის და მანქანის ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი

დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.კ.-მ მიმდინარე წლის 17 მარტს, ზესტაფონის საკოლმეურნეო ბაზარში ქალბატონს ჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის მაიორი რატი კუპრაძე, რომელიც მ.კ.-ს დაედევნა და მისი დაკავება მალევე შეძლო.

პოლიციამ გატაცებული ჩანთა და მასში მოთავსებული ფული - 600 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისს სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0