ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულის განცხადებით, ინციდენტში ხუთ რიგითი და ერთი  სერჟანტი მონაწილეობდა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე დაკავებულ ორ სამხედრო მოსამსახურეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

9 მარტს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში თანხის გამოძალვის მიზნით  წვევამდელ ქაზიმ გახრამანოვზე ფიზიკური ძალადობა მოხდა. პარასკევს სამხედრო პოლიციამ ორი სამხედრო მოსამსახურის დაკავების შესახებ განაცხადა.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
მინისტრი ოპოზიციას მოუწოდებს ქართველ სამხედროებს არ მიაყენოს შეურაცხყოფა

სამხედრო პოლიციამ ქაზიმ გახრამანოვზე ფიზიკური ძალადობისა და თანხის გამოძალვის საქმეზე ლ. გ. და ა. მ. დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მათ წვევამდელებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად რამდენიმე წვევამდელისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება, რათა შემდგომ მათი კუთვნილი თანხები მიეთვისებინათ.

დაზარალებული მოითხოვს ყველა იმ პირის დასჯას, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა.

სავარაუდოდ, დღეს ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ. 

მომხდარზე გამოძიება  სსკ 181 მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე  386 მუხლის, მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის ჯგუფურად დარღვევას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0