ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში უცნობებმა ცეცხლი გახსნეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში საშინელი ტრაგედიის სურათები
ტრაგედიის თვითმხილველების მტკიცებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა სამხედრო ტიპის ქურთუკით, ჩაფხუტითა და სათვალით აღჭურვილმა მამაკაცმა დაიწყო. ამ დროს მეჩეთში დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა.
ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ ორმოცს გადააჭარბა, დაშავებულია 50 ადამიანი.

1/14
© AP Photo / Mark Baker
პარასკევს ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში ერთდროულად ცეცხლი გახსნეს უცნობმა მამაკაცებმა

2/14
© AP Photo / Mark Baker
ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა დაოდენობამ 49-ს მიაღწია, დაშავებულია 50 ადამიანი

3/14
© AP Photo / Mark Baker
მეჩეთებთან მობილიზებულია პოლიცია

4/14
© AP Photo / Mark Baker
თვითმხილველების თქმით, სროლა დაიწყო მამაკაცმა სამხედრო ჩაფხუტით, სათვალითა და ქურთუკით

5/14
© AP Photo / Mark Baker
ამ მომენტში მეჩეთში დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა

6/14
© AP Photo / Mark Baker
პოლიციამ ერთ-ერთი თავდამსხმელი დააკავა

7/14
© AP Photo / Mark Baker
ის ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი აღმოჩნდა

8/14
© AP Photo / Mark Baker
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავსტრალიელი ულტრამემარჯვენეა

ტერაქტამდე მან "ანტიიმიგრაციული მანიფესტი" გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარი ქმედებები განმარტა და ამ ყველაფერს ტერაქტის შეფასება მისცა

ასევე მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ იარაღის მჭიდზე, რომელიც ტერაქტის ადგილზე აღმოაჩინეს, ქართული წარწერებია

11/14
© AP Photo / Mark Baker
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობს ახალი ზელანდიის ხელისუფლებასთან, რათა დადგინდეს ტერორისტების შესაძლო კავშირი საქართველოსთან

12/14
© AP Photo / Mark Baker
პოლიციის კომისარი, მაიკ ბუში არ გამორიცხავს, რომ ქალაქში კიდევ იყვნენ ბოროტმოქმედები

13/14
© AP Photo / Mark Baker
ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენას თხოვს

14/14
© AP Photo / Mark Baker
პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მომხდარს „ზელანდიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე“ უწოდა