სომხური და ქართული კერძების ფესტივალი სომხეთში 2019 წელს გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტოლმა
ტოლმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოხიდის „თბილისი–ერევანი“ მონაწილეებმა ისაუბრეს ქართული და სომხური სამზარეულოს ფესტივალზე, რომელიც დილიჟანში ან ლორიში ჩატარდება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. სომხური და ქართული კერძების ფესტივალი სომხეთში 2019 წლის ოქტომბერში გაიმართება. იდეის ავტორია სომხური კულინარიის ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

ქართული და სომხური დელეგაციების სადილი ერევანში - Sputnik საქართველო
როგორ გაუმასპინძლდა სომხეთის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტს ტოლმით

როგორც „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართული ვიდეოხიდის „თბილისი–ერევანი“ მსვლელობისას ორგანიზაციის თავმჯდომარემ სედრაქ მამულიანმა განაცხადა, ფესტივალზე აქცენტი გაკეთდება ერთმანეთის მსგავს ქართულ და სომხურ კერძებზე.

„ეს იქნება ფესტივალი სომხური და ქართული კერძებისა, რომლებიც რაღაცით ერთმანეთს ჰგავს. ვფიქრობთ, რომ სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ერთმანეთის მსგავსი არ იყოს, რადგან დიდხანს და მჭიდროდ ვმეგობრობდით ქართველებთან. მაგრამ გვინდა, რომ ამ მსგავსებამ კი არ დაგვაშოროს, არამედ გაგვაერთიანოს. კულინარიული სამყარო ხომ ძალზე სოლიდარული სამყაროა. და გვინდა, რომ ეს იდეა გახდეს ჩვენი ღონისძიების საფუძველი", – განაცხადა მამულიანმა.

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanვიდეოხიდი თბილისი-ერევანი
სომხური და ქართული კერძების ფესტივალი სომხეთში 2019 წელს გაიმართება - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი

როგორც სომხეთის ტურიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მეჰაკ აფრესიანმა განაცხადა, ფესტივალი შესანიშნავი და საჭირო ინიციატივაა. მისი თქმით, საქართველო და სომხეთი ერთად უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანია.

„მეზობლები და ძმები ვართ. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, ჩვენი პოტენციალი და მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე ბევრად კონკურენტუნარიანი გავხდეთ. სამზარეულო კულტურის ძალზე მნიშვნელოვანი შემადგენელია. ამით ჩვენ, ორი ხალხი ძლიერი ვართ, ორივეს გვაქვს გემრიელი, მრავალფეროვანი, ჩინებული სამზარეულო. ამით ვამაყობთ, ამის გამოყენება გვსურს", – განაცხადა აფრესიანმა.

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanვიდეოხიდი თბილისი-ერევანი
სომხური და ქართული კერძების ფესტივალი სომხეთში 2019 წელს გაიმართება - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალი იქნება როგორც საგამოფენო, ისე საკონკურსო ხასიათის. შეჯიბრებებში საქართველო და სომხეთი წარადგენენ გუნდებს, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება როგორც პროფესიონალი კულინარებითა და შეფ-მზარეულებით, ისე სტუდენტებით, რომლებიც კულინარიის საქმეს სწავლობენ. ამასთან ერთად, ფესტივალის დღის წესრიგში დგას საქართველოსა და სომხეთის კულინარიულ სასწავლო დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარება.

ფესტივალის ჩატარების ადგილად ორი ქალაქი – ლორი და დილიჟანი განიხილება. ფესტივალის დეტალებისა და პროგრამის განსახილველად აპრილის ბოლოს სომხეთში ქართული დელეგაცია ჩავა. მის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს კულინართა ფედერაციისა და პროფესიული კოლეჯის Icarus-ის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0