როგორ ალაგებენ თბილისის ქუჩებს – "ჟურნალისტი იცვლის პროფესიას"

გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორმა პროექტის "ჟურნალისტი იცვლის პროფესიას" ფარგლებში გადაწყვიტა გაერკვია, როგორ მუშაობენ მეეზოვეები

„Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორმა პროექტის "ჟურნალისტი იცვლის პროფესიას" ფარგლებში გადაწყვიტა გაერკვია, როგორ მუშაობენ მეეზოვეები.

ამინდში თუ უამინდობისას დედაქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად „თბილსერვის ჯგუფის“ 3 785 თანამშრომელი ზრუნავს, იმ დღეს კი ერთით მეტნი ვიყავით.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები კვირაში 40 საათი მუშაობენ.

დღეისათვის თბილისის ქუჩებში დაახლოებით 20 ათასი სანაგვე ურნაა განთავსებული.

„თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების მუშაობის გრაფიკი და ანაზღაურება დამოკიდებულია მათ პოზიციაზე.

გამთენიისას, როდესაც ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სძინავს, სამორიგეოდ გამოდიან მეეზოვეთა ბრიგადები: მძღოლი, მისი დამხმარე და მეეზოვე.

მათი ანაზღაურება ხუთასიდან ათას ლარამდე მერყეობს. მეეზოვეები ორ ცვლაში მუშაობენ. მათ შრომაზე პასუხისმგებელია ბრიგადირი, რომელიც შესრულებულ სამუშაოებს ამოწმებს.

როდესაც ნაგვის მანქანა ივსება, ნარჩენები ნაგავსაყრელზე მიაქვთ. თბილისიდან ყოველდღიურად ათას ტონაზე მეტი ნარჩენი გააქვთ ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ნაგვის განადგურება წამგებიანია, ნარჩენები შეიძლება გადამუშავდეს და კვლავ გამოსადეგი გახდეს. თუმცა, დღეს ჩვენ უბრალოდ ვიშორებთ ნაგავს და მის უტილიზაციაზე დიდ რესურსებს ვხარჯავთ.

დიახ, მეეზოვის ცხოვრება არც ისე ლამაზია, როგორც ნიკო ფიროსმანის ნახატის გმირისა, მაგრამ თუ ყველა მივხვდებით, რომ თავად უნდა მივიტანოთ ნარჩენები ურნამდე, მადლიერებას მაინც გამოვხატავთ მათ მიმართ, ვინც ზრუნავს ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე.

ყველა ახალი ამბავი
0