თბილისი, 14 მარტი — Sputnik. სართიჭალა–გომბორის საგუშაგოსთან „ფორდ ტრანზიტის" მარკის ნახევრად-სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
უწყების ცნობით, ავტომობილი 1 200 ლიტრი დიზელის საწვავით იყო დატვირთული.
„ადგილზე მუშაობენ სახანძრო–სამაშველო ჯგუფები. მაშველებმა დროულად შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა და ავტომობილი აფეთქებას გადაურჩა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია", – ნათქვამია განცხადებაში.
საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.