თბილისში პოპულარობას იხვეჭს ეგრეთ წოდებული "თავისუფალი სივრცეებით" სარგებლობა. Sputnik-ის გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა გაერკვია, თუ რა არის "თავისუფალი სივრცე" და თბილისში ერთ-ერთ ასეთ ადგილს ესტუმრა
დღეს მუშაობისათვის და საქმიანი შეხვედრების გასამართად, არ არის აუცილებელი ოფისის ქონა. ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლება ახალი ტიპის დაწესებულებებში, რომლებსაც "თავისუფალ სივრცეს" უწოდებენ. აქ სტუმრებს უქმნიან კომფორტულ გარემოს სამუშაოდ თუ დასასვენებლად. ასეთი ადგილები უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ. აქ არა მხოლოდ ინტერნეტით სარგებლობა და ყავის დალევაა შესაძლებელი, არამედ ახალი მეგობრების შეძენა და სანაცნობო წრის გაფართოება.
საქართველოში, და განსაკუთრებით თბილისში, დღეისათვის მრავალი უცხოელი ცხოვრობს და მუშაობს. ესენი ძირითადად არიან შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლები და ისინი, ვისაც სამუშაოდ მხოლოდ ინტერნეტი ესაჭიროება. რათქმაუნდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება სახლში დარჩენა და ნაკლები ხარჯის გაწევა, თუმცა, როგორც წესი, ამას თავისი მინუსები აქვს. "თავისუფალ სივრცეში" მუშაობა და დროის გატარება სასიამოვნოა და, შესაძლოა, ახალი შთაგონების წყაროდაც იქცეს. სტუმრებს შორის ასევე არიან ქართველებიც, რომლებსაც ასევე მოწონთ თავისუფალი გარემო.