რა ბედი ელის პენსიებს საქართველოში - სასამართლომ რეფორმის კანონიერების შესწავლა დაიწყო

© Constitutional Court of Georgiaსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი, საქმის წაგების შემთხვევაში, იძულებული იქნება, ფონდში შესული მთელი თანხა უკან დააბრუნოს

თბილისი, 11 მარტი - Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სარჩელს, რომელიც დაგროვებითი პენსიის სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში, მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება  - 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს - მისი დამქირავებელი და 2%-ს - სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში, სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს.

დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ >>

არასამთავრობო ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს 8 იანვარს მიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ მოქალაქეები არ უნდა დაავალდებულოს, საპენსიო ფონდში შეიტანონ თანხა. გარდა ამისა, სასარჩელო განცხადებაში ორგანიზაცია სასამართლოს სთავაზობს, შეაჩეროს ახალი საპენსიო სისტემის მოქმედება საქმის განხილვის პერიოდში.

„პირველი სხდომა ჩატარდა. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საქმეს წარმოებაში. ამის შემდეგ დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, რომლის დროსაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება (საპენსიო სისტემის მოქმედების შეჩერების შესახებ; რედ.)“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის თანამშრომელმა.

პენსიონერი ბაზარში - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი: პენსიონერები დანაზოგს არ დაკარგავენ

საპენსიო რეფორმის ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ახალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულოა. მისი სიტყვებით, დაგროვებითი პენსია სავალდებულოა მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეთათვის. დანარჩენებს აქვთ არჩევანის უფლება.

„ის (საპენსიო სისტემა; რედ.) ნაწილობრივ სავალდებულოა. სავალდებულოა მხოლოდ გარკვეული ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებისთვის. იგი სავალდებულოა ყველა ქვეყანაში როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის, ვინაიდან ვალდებულება ტიპობრივი მოვლენაა... სახელმწიფოს აქვს უფლება, რაც კონსტიტუციაშიც წერია, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დააწესოს ვალდებულებები“, - განუცხადა სურგულაძემ ჟურნალისტებს.

საპენსიო ფონდმა პირველი თვის ანგარიში წარადგინა >>

სურგულაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაინც მიიღებს დაგროვებითი პენსიის სისტემის შეჩერების გადაწყვეტილებას, მთელი ფული, რომელიც საპენსიო სააგენტოშია შესული, ქვეყნის მოქალაქეებს დაუბრუნდებათ.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ზოგიერთი დებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და მე-19 მუხლებს ეწინააღმდეგება.

ყველა ახალი ამბავი
0