ხაშურში მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ხაშურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
მეტროს სადგურ „დელისთან“ 26 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ტაბატაძის ქუჩის მიმდებარედ, 1999 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.რ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0