ქობულეთში საცხოვრებელი სახლები გაქურდეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაძარცვი და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა ქობულეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვისა და ძარცვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს - Sputnik საქართველო
თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე: შსს–მ საქმე აღძრა

უწყების ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 მარტს ქობულეთში მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გაძარცვა, საიდანაც ტექნიკა და სხვადასხვა სახის ნივთი გაიტაცა. პოლიციამ მამაკაცი  მომხდარიდან მეორე დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა,  ნაძარცვი ნივთების ნაწილი კი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, მეორე ბრალდებულმა  მიმდინარე წლის თებერვალში ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში მდებარე 2 საცხოვრებელი სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ძარცვისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0