თბილისი, 10 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, „ნაძალადევის“ მეტროსთან ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გადამოწმების მიზნით ახალგაზრდას მანქანის გადაყენება და საბუთები მოსთხოვა, პირმა კი სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და შეურაცხყოფა მიაყენა.
მამაკაცის მანქანის შემოწმებისას პოლიციელებმა ნარკოტიკული საშუალება და გადაჭრილი თოფი, ე.წ. აბრეზი ამოიღეს.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო ეკიპაჟები. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.