ასათიანი: ჰიმალაის მარილი არის ხსნა იმ ადამიანებისთვის, ვინც დიეტაზეა

გამოწერა
ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გვირჩევს, რა უნდა გავითვალისწინოთ დიეტის დროს.
ასათიანი: ჰიმალაის მარილი არის ხსნა იმ ადამიანებისთვის, ვინც დიეტაზეა

„დიეტის დროს დეტოქსი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რადგან ვთავისუფლდებით ყველაფერი ცუდისგან, შლაკებისგან, მინარევებისგან, დანალექებისგან. თუმცა, ამისი გაკეთება ხშირად არ შეიძლება, მათ შორის ჯანმრთელი ადამიანისთვისაც. დეტოქსის დროს ხშირად ამატებენ საფაღარათო და შარდმდენ საშუალებებს და თვლიან, რომ  ეს არის დეტოქსიკაცია. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. არ გვინდა არც ინგლისური მარილი. რაც შეეხება, ჰიმალაის მარილს, ის არის ხსნა მათთვის, ვინც დიეტაზეა, იმიტომ რომ ის არ შეიცავს იმ მიკროელემენტებს, რაც სითხის შეკავებას განაპირობებს ორგანიზმში“, -ამბობს ქეთი ასათიანი.

ენდოკრინოლოგის თქმით,  ჰიმალაის მარილის გამოყენება არ შეიძლება საკვების მომზადების პროცესში, რადგან თერმულ დამუშავებას ეს მარილი ვერ უძლებს, მხოლოდ მზა საჭმელს შეიძლება მოვაყაროთ.

ყველა ახალი ამბავი
0